კომპანიის შესახებ

  კომპანია ,,ამბერი’’ 2022 წლიდან საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით.

  კომპანიის პარტნიორების მრავალწლიანმა გამოცდილებამ სამშენებლო სფეროში საფუძველი ჩაუყარა, საიმედო, ჰიდროსაიზოლაციო კომპანიის ჩამოყალიბებას. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ სათანადო გამოცდილება ჰიდროსაიზოლაციო მიმართულებით. კომპანია ამბერი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო გადაწყვეტილებებს როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ფართებისთვის. კომპანიის ფუნდამენტური პრინციპი არის შესრულების ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე. აუმჯობესებს გაწეული მომსახურების ხარისხს და ზრდის თანამშრომლების პროფესიონალიზმს. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობამ და პროექტების კომპეტენტურმა შესრულებამ კომპანიას შეუქმნა საიმედო რეპუტაცია. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სირთულის ობიექტების ჰიდროსაიზოლაციო მომსახურებას (სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობების, მიწისქვეშა ნაგებობები, სეისმური ნაკერები, ბეტონის ავზები და ა.შ.)

  ჩვენი კომპანია ახორციელებს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს ყველაზე ცნობილი მსოფლიო მწარმოებლების ჰიდროსაიზოლაციო მასალების გამოყენებით. გარკვეული სამუშაოსთვის საჭირო ჰიდროსაიზოლაციო მასალის არჩევანი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვისი დილერი ვართ, არამედ ობიექტის სპეციფიკაზე და მის საჭიროებებზე. თითოეული ინდივიდუალური ამოცანისა და პრობლემის გადაჭრისთვი ვიყენებთ მასალას, რომელიც აპრობირებულია და სერთიფიცირებულია.